Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროექტის ფარგლებში: Stay SAFE – Digital Citizenship ალტერბრიჯის სტუდენტი მიემგზავრება რუმინეთში
ProActive Group Georgia-სა და უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ თანამშრომლობის ფარგლებში Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროექტის: „Stay SAFE – Digital Citizenship” მონაწილედ შერჩეულია ალტერბრიჯის სტუდენტი – თეკლა გილაშვილი, რომელიც 2022 წლის 28 თებერვალს პროექტის ფარგლებში მიემგზავრება რუმინეთში . თეკლა ამჟამად ალტერბრიჯში მაგისტრატურის საფეხურზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სწავლობს.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ამაყობს ჩვენი სტუდენტით და უსურვებს თეკლას წარმატებებს საერთაშორისო პროექტში!
მადლობა ProActive Group Georgia-ს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის. უნივერსიტეტ ალტერბრიჯისთვის მნიშვნელოვანია ისეთი თანამშრომლობა, რომელიც უდავოდ აისახება ჩვენი სტუდენტების წარმატებაზე და დაეხმარება მათ პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაში და მისცემს საშუალებს, ჩაერთონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტში უნივერსიტეტის სახელით.