უნივერსიტეტი ალტერბრიჯი გილოცავთ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს!
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!
მრავალი წლის მანძილზე მეცნიერების თითქმის ყველა დონეზე დამკვიდრებული იყო გენდერული სტერეოტიპები ქალი მეცნიერების მიმართ. ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია, რადგან არსებობს მეცნიერების დარგები, სადაც ქალების ჩართულობა ძალიან მწირია. ესაა ე.წ. STEM მიმართულებები – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 2015 წლის 22 დეკემბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწესებინა ქალებისა და გოგონების მეცნიერებაში მნიშვნელოვანი როლის აღსანიშნავად საერთაშორისო დღე და ეს დღე ყოველ წელს 11 თებერვალს აღინიშნება.
„ალტერბრიჯის“ გუნდი ზრუნავს მეცნიერების განვითარებაზე და ბუნებრივია, მხარს უჭერს ქალების და გოგონების სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.