წარმატების მიღწევის ტექნიკები
სტუდენტური პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, ალტერბრიჯის რექტორის, ნათია გოცაძის შეხვედრები სტუდენტებთან გრძელდება. შეხვედრა გაიმართა 8 დეკემბერს, 20:00 საათზე. თემა: “წარმატების მიღწევის ტექნიკები”.
განიხილეს შემდეგი თემები:
- მიზნის მიღწევის ტექნიკები და ბარიერები, რომლებსაც ვაწყდებით პროცესში;
- როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად და რა განსხვავებაა ოცნებასა და მიზანს შორის;
- როგორ შევიქმნათ და შევინარჩუნოთ მოტივაცია;
- როგორ ჩამოვაყალიბოთ მიზანი ისე, რომ მისი მიღწევა შესაძლებელი გახდეს;
- რა არის წარმატება და როგორ იქმნებიან წარმატებული ადამიანები.