კლიპარტმა საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა
ერთერთი მსხვილი სარეკლამო სააგენტო კლიპარტის წარმომადგენლებმა ალტერბრიჯის გუნდთან პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი კონცეფცია წარადგინა. მხარეებმა განიხილეს მიზნობრივ აუდიტორიასთან ალტერბრიჯის კომუნიკაციის ერთიანი ხედვა, ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიით დასაგეგმი ეტაპები და კონკრეტულ სამიზნე სეგმენტებთან ძირითადი მესიჯების მიწოდების ეფექტური ტექნიკები.
ერთობლივი საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტად გამოიკვეთა ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე წლევანდელი პირველი ნაკადის სტუდენტთა მონაწილეობა საკომუნიკაციო კამპანია „გაბედეს“ დამამთავრებელ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია დეკემბრის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით განსახორციელებელი აქტივობები. ეს ეხება 2020 წლის 17 დეკემბერს, როცა ტრადიციულად აღინიშნება ალტერბრიჯის დაამარსებელი ორგანიზაცია PR აკადემიის დაბადების დღე, 19 დეკემბერს ალტერბრიჯის ავტორიზაციიდან ერთი წლის შემაჯამებელ საზეიმო ანგარიშგებას და კორპორაციულ კლიენტებთან საშობაო განწყობის შემქმნელ კომუნიკაციას.
2020-2021 სასწავლო წელი კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა ალტერბრიჯის ცნობადობის ამაღლებისთვის, რადგან სასწავლო უნივერსიტეტი ემზადება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ახალი ნაკადის მისაღებად, ასევე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა მოსაზიდად, ასევე, გაცვლითი და უცხოენოვანი პროგრამების ინიცირებისთვის, ალტერბრიჯის სამეცნიერო ელ-ჟურნალის მეორე გამოცემისთვის, 2021 წლის თებერვალ-მარტში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციისა და ფორუმის ორგანიზებისთვის.