აისეკ საქართველოს თბილისის ლოკალურმა კომიტეტმა ოქტომბრის შეხვედრა უნივერსიტეტ ალტერბრიჯში ჩაატარა
2022 წლის 30 ოქტომბერს “აისეკ საქართველოს” თბილისის ლოკალურმა კომიტეტმა ოქტომბრის ყოველთვიური შეხვედრა ალტერბრიჯის სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარა.
ღონისძიება ემსახურება ახალგაზრდული პლატფორმის/თემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიზნად ისახავს ლიდერული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, საზოგადოების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობას.
აისეკ საქართველოს წევრებს აქვთ შესაძლებლობა, ორგანიზაციაში გაწეული საქმიანობა და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და განივითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები. თარიღიდან გამომდინარე (30 ოქტომბერი) ეს დღე ჰელოუინის სიმბოლიკით იყო დატვირთული და ღონისძიებას წევრები ორიგინალურ ფორმებში ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი პარტნიორობის ფარგლებში ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს განვითარებაში Aisec საქართველოს და უსურვებს წარმატებებს!