ალტერსტუმარის – ნიკოლა იორიოს მასტერკლასი თემაზე: “კომუნიკაციის როლი დიპლომატიაში”
კიდევ ერთი საინტერესო სფიქერი და #ალტერსტუმარი – იტალიის ელჩის მოადგილე, ნიკოლა იორიო ალტერბრიჯს ეწვია!
შეხვედრის ფარგლებში, ნიკოლა იორიომ ისაუბრა თემაზე “კომუნიკაციის როლი დიპლომატიაში”. მიმოიხილა საკომუნიკაციო სტრატეგიის მნიშვნელობა დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვისთვის, გამოწვევები ინტერკულტურულ კომუნიკაციაში; ისაუბრა კომუნიკაციაზე, როგორც სამუშაო ინსტრუმენტზე დიპლომატიაში.
#ალტერსტუმართან შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც ალტერბრიჯის სტუდენტებს და დამსწრე აუდიტორიას ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ხოლო ნიკოლა იორიომ, სტუმრებს გაუზიარა თავისი პრაქტიკული გამოცდილება და ეფექტიანი კომუნიკაციის ხერხები.
#ალტერსტუმრის ფარგლებში, უნივერსიტეტი #ალტერბრიჯი კვლავ გეგმავს საინტერესო შეხვედრების ციკლს, სადაც მოწვეული სტუმრები სტუდენტებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნა-უნარებს და მისცემენ რჩევებს მათი პროფესიიდან გამომდინარე.