ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და VI საჯარო სკოლას შორის
2023 წლის 8 თებერვალს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს VI საჯარო სკოლასა და ალტერბრიჯს შორის.
მემორანდუმის ფარგლებში, ალტერბრიჯისა და VI საჯარო სკოლის ინიციატივით განხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება, სადაც ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს და განივითაროს ის უნარ-ჩვევები, რაც სამომავლოდ, თითოეულ მათგანს დაეხმარება წარმატების მიღწევაში.