ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ვაკანსიებზე – პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი, დასაკავებლად მიმართულებების მიხედვით:
1. მიმართულება საჯარო მმართველობა
ა) პროფესორი-9 (ცხრა) ვაკანტური ადგილი;
ბ) ასოცირებული პროფესორი – 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
გ) ასისტენტ-პროფესორი – 3 (სამი)ვაკანტური ადგილი;
დ) ასისტენტი – 3(სამი)ვაკანტური ადგილი;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
საკონკურსო მოთხოვნებს:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი
დარგის თემატიკით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესრულებული და
გამოქვეყნებული არანაკლებ ორი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაციები.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი
დარგის თემატიკით – უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესრულებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაციები.
ასისტენტ-პროფესორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ასისტენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დოქტორანტის აქტიური სტატუსი.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე შერჩევის კრიტერიუმებია: ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება ასევე აირჩეს პირი, რომელსაც აქვს პროფესიული ნიშნით შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. პროფესიული ნიშნით პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და კომპეტენციის დამადასტურებელი სამუშაო გამოცდილება, შესაბამის დარგში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და/ან სპეციალური მომზადება.
3. კონკურსანტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.
4. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი
საბუთები:
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), (იხ. დანართი N1);
ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ფორმატში. (იხ. დანართი N2);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3×4 ზომის 2 ც. ფოტო;
ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
პედაგოგიური/ სამეცნიერო/ პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ბ)ი (შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შრომის წიგნაკის ჩანაწერების სახით);
საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები/ (ელექტრონული და ბეჭდური ფორმით);
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა,
სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის
უფლება).
ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
5. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 7 ივლისადან 15 ივლისის ჩათვლით.
კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2022 წლის 17
ივლისი;
კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების
გასაუბრება) ჩატარდება 2022 წლის 18-19 ივლისი;
კონკურსანტების ტესტირება ინგლისურ ენაში (მათთვის ვისაც ინგლისური ენის
ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ) 2022 წლის 20 ივლისი;
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 22 ივლისი;
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის
განცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად:
ელ. ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 555 554 093
დანართი N1 – კონკურსანტის განცხადება