ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტ ალტერბრიჯში
25 თებერვალს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯში” ჩატარდა ყველაზე საინტერესო და განსხვავებული ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის.
პანდემიის გამო, ხშირად მივმართავდით დისტანციურ ფორმატს ღია კარის დღისა და შეხვედრების ჩასატარებლად, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ დღეს, აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოცხალი კომუნიკაციის დამყარება და სწორედ უნივერსიტეტის კედლებში მათი უზრუნველყოფა იმ ინფორმაციით, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს სამომავლოდ გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულ შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამების შესახებ, დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის რექტორისგან.
უნივერსიტეტის რექტორმა, ნათია გოცაძემ აბიტურიენტებს ჩაუტარა ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის დახმარებითაც, მათ უფრო მარტივად შეეძლებათ მომავალი პროფესიის განსაზღვრა და სასურველი ფაკულტეტის არჩევა.
ღია კარის დღე ჩატარდა კოვიდ-რეგულაციების სრული გათვალისწინებით!