მოწვეულმა სპიკერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დოქტორ ჯოშუა ვაისმა, ალტერბრიჯის მაგისტრანტებთან მიმოიხილა თავისი წიგნი
21 დეკემბერს ალტერბრიჯის მაგისტრანტებთან გაიმართა ონლაინ ფორმატის შეხვედრა დოქტორ ჯოშუა ვაისთან.
დოქტორ ჯოშუა ვაისმა მიმოიხილა თავისი წიგნი – მოლაპარაკებების რეალური სამყარო: წარმატებული სტრატეგიები ბიზნესიდან, მთავრობიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან, ისაუბრა მოლაპარაკების სტრატეგიებზე და შეცდომებზე, რომლებსაც მოლაპარაკებისას უშვებენ კომპანიები და ადამიანები.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ შეკითხვები ავტორისთვის.
დოქტორ ჯოშუა ვაისი არის ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული გლობალური მოლაპარაკებების ინიციატივის დამფუძნებელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი მოლაპარაკების მიმართულებით. ის ასევე, არის ავტორი, შემქმნელი სამაგისტრო პროგრამის ლიდერობასა და მოლაპარაკების კუთხით Bay Path-ის უნივერსიტეტში. ჯოშუა არის ჯორჯ მესონის უნივერსიტეტის დოქტორი კონფლიქტების ანალიზის და აღმოფხვრის მიმართულებით.