პროექტი პედაგოგებისთვის: “როგორი უნდა იყოს მასწავლებლის როლი აბიტურიენტის ცხოვრებაში?”
ძვირფასო პედაგოგებო! წელს, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი გთავაზობთ პროექტს -“როგორი უნდა იყოს მასწავლებლის როლი აბიტურიენტის ცხოვრებაში?”
თითოეულ თქვენგანს გაქვთ შესაძლებლობა, გაგვიზიაროთ საკუთარი ხედვა, თუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი, როგორც პედაგოგის როლი აბიტურიენტის ცხოვრებაში. იმისათვის, რომ ჩაერთოთ პროექტში, გაეცანით პირობებს:
2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გადმოაგზავნეთ ვიდეო-რგოლი, ჩანახატი ან პრეზენტაცია მოცემულ თემაზე
ვიდეო-რგოლი/პრეზენტაცია უნდა იყოს 3-დან 6 წუთამდე ხანგრძლივობის
გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა- https://bit.ly/3svwUzY
ნამუშევრები გადმოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@alterbridge.edu.ge (მეილში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი)
პროექტში გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით!
მეორე ადგილის მფლობელს, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი გადასცემს ლეპტოპს!
მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტრის 500 ლარიან ვაუჩერს!
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ალტერბრიჯის უნივერსიტეტში, 23 დეკემბერს.
გისურვებთ წარმატებებს !