ალტერბრიჯი გლობალური მოძრაობა The SHIFT-ის პარტნიორი გახდა
2014-2020 წლებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ლეილანი ფარჰას მიერ დაარსებული გლობალური მოძრაობა The SHIFT პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ადამიანთა უფლებების დაცვის დღეს, 10 დეკემბერს, იწყებს გლობალურ კამპანიას უსახლკარობის დაძლევის მხარდასაჭერად.
საქართველოში The SHIFT-ის პარტნიორები არიან მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” და სამოქალაქო საზოგადოება “NEED”.
ამ კამპანიის პირველი ნაბიჯით, The SHIFT-ის ლიდერი და პარტნიორი ორგანიზაციები მიმართავენ ქვეყნების მთავრობებს და სთხოვენ განიხილონ საცხოვრისი, როგორც ადამიანის უფლება. გაეროს მიერ საცხოვრისი არის აღიარებული და დადგენილი, როგორც ადამიანის უფლება.