ალტერბრიჯში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
2022 წლის 18 ოქტომბერს, ალტერბრიჯში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ალტერბრიჯის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები. არჩევნებამდე, პრეზიდენტობის კანდიდატებმა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას გააცნეს საკუთარი ხედვა, იდეები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული და პროცესს თვალს ადევნებდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროცესი ჩატარდა საარჩევნო პრინციპებისა და წესების დაცვით, ლეგიტიმურად და სამართლიანად.
პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭი იყარა სამმა სტუდენტმა:
- დავით ხორავა
- ლუკა ხვედელიძე
- ქეთევან ბარბაქაძე
სტუდენტების ხმათა უმრავლესობით, გამოვლინდა თვითმმართველობის პრეზიდენტი: ლუკა ხვედელიძე და მიიღო პრეზინდენტობის 2 წლიანი მანდატი!
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ულოცავს ჩვენს სტუდენტს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩართვას, უსურვებს წარმატებული, ინოვაციური და #ალტერნატიული პროექტების განხორციელებას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი როგორც ალტერბრიჯისთვის, ასევე #ალტერბრიჯელებისთვის მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად!