ალტერბრიჯისა და შტაინბაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტები
#შტაინბაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები – სტუმრად ალტერბრიჯში!
2022 წლის 24 ოქტომბერს, #ალტერბრიჯის უნივერსიტეტს ეწვია #Steinbeis-ის უნივერსიტეტის CEO, პროფესორი სტეფანი ქისგენი და ამავე უნივერსიტეტის კვლევებისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გია ხუბუა.
ალტერბრიჯსა და შტაინბაისის უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოხდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ალტერბრიჯი ჩაერთვება შტაინბაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „Master of Art in General Management” საქართველოში განხორციელების პროცესში.
თანამშრომლობის ფარგლებში, ალტერბრიჯი და შტაინბაისის უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ კვლევით პროექტებში.