ალტერბრიჯი აბიტურიენტებისთვის – სოციალური კამპანია
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში , 20-25 მარტს, მასშტაბური, სოციალური კამპანიის: “ალტერბრიჯი აბიტურიენტებისთვის” ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული გამოცდები.
აღნიშნულ კამპანიაში, 3000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაერთო. თითოეულმა მათგანმა გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები და გაეცნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების სტრუქტურას. აბიტურიენტებს გამოცდები ჩაუტარდათ ოთხ საგანში:
ინგლისური ენა
მათემატიკა
ისტორია
ქართული ენა
სპეციალურად მათთვის, გაკეთდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტრუქტურის შესაბამისი ტესტი აღნიშნულ საგნებში, რომლის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 30 აპრილს.
ალტერბრიჯის სოციალური კამპანია, ასევე ვრცელდება რეგიონებზეც და 31 მარტს, პირველი იმიტირებული გამოცდა ჩატარდება ზუგდიდში. პირველ აპრილს, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ესტუმრება ბათუმს, ხოლო 2 აპრილს – ქუთაისს. რეგიონების მასშტაბით, იმიტირებული გამოცდა ჩატარდება ქართულ ენაში.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მუდმივად ეხმარება აბიტურიენტებს, სწორედ ამიტომ, სოციალური კამპანია არ სრულდება იმიტირებული გამოცდებით, ჩვენი ლექტორები და მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ სხვადასხვა სახის მასტერკლასებს, რაც დაეხმარება აბიტურიენტს გამოცდის შიშის დაძლევასა და სწორი კარიერული არჩევნის გაკეთებაში.