ალტერბრიჯის სტუდენტების შეხვედრა დოკუმენტალისტ-ფოტოგრაფ დინა ოგანოვასთან
2022 წლის 7 ნოემბერს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში გაიმართა შეხვედრა დოკუმენტალისტ- ფოტოგრაფთან – დინა ოგანოვასთან.
შეხვედრის ფარგლებში, მან ისაუბრა დოკუმენტურ ფოტოგრაფიასა და ამბის ვიზუალურ თხრობაზე, როგორც ხელოვნების სფეროზე.
დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აქტიურად მუშაობს გრძელვადიან პროექტებზე. მისი ფოტოებით სხვადასხვა დროს არაერთი უცხოური გამოცემა დაინტერესებულა.
არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების გამარჯვებული და ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში.
მის ფოტოპროექტებს განეკუთვნება: “I Am Georgia “, “My Place “, “Frozen Waves “ და “Me Too” , რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, New York Metropolitan Museum – ის კოლექციაში.