დასრულდა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის და სკოლა პროგრესის ერთობლივი კონკურსი
2022 წლის 9 ნოემბერს, ჩატარდა ალტერბრიჯისა და სკოლა პროგრესის ერთობლივი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის: „აწარმოე სარეკლამო კამპანია“
კონკურსში მონაწილეობდნენ X, XI და XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს კრეატიული იდეები და ვიდეო-რგოლი ალტერბრიჯის 3 თვიანი სარეკლამო კამპანიისთვის.
კონკურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეებში კრეატიული და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, პრეზენტაციის, მსჯელობისა და გუნდური მუშაობის უნარების გაღრმავება.
კონკურსზე ჟიურიმ გამოვლინა გამარჯვებული გუნდი: „Bright” – რომელსაც ალტერბრიჯმა გადასცა 50%-იანი #ალტერგრანტი და ბრენდირებული ნივთები, ხოლო სკოლა „პროგრესმა“ გამარჯვებულები 10%-იანი სასწავლო ვაუჩერით დააჯილდოვა!
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქრად მონაწილეობის სერტიფიკატი და მასტერკლასი ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტრისგან.
ალტერბრიჯი ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!