ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გერმანიის Steinbeis-ის უნივერსიტეტს და ალტერბრიჯს შორის
2022 წლის 25 ივლისს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ – ალტერბრიჯსა და გერმანიის უნივერსიტეტ – შტაინბაისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს შტაინბაისის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ერთობლივი ძალისხმევით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და მათი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას საქართველოს უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მემორანდუმი უზრუნველყოფს ერთობლივი კონფერენციების, მასტერკლასების, პროექტებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას. გარდა ამისა, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის ერთობლივი საგრანტო წინადადებების შემუშავებას და თანამშრომლობას საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორმა – ნათია გოცაძემ და შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა – გიორგი ხუბუამ (პროფესორი, დოქტორი)
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მადლობას უხდის გერმანიის უნივერსიტეტ შტაინბაისს თანამშრომლობისთვის.