ალტერბრიჯსა და სტუდენტური აზროვნების ცენტრს European Student Think Tank შორის მემორანდუმი გაფორმდა
2022 წლის 5 ივნისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და ევროპის სტუდენტური აზროვნების ცენტრს შორის (European Student Think Tank) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც #ალტერბრიჯი და #EST განახორციელებენ ერთობლივ მასშტაბურ პროექტებს, რაც ასევე გულისხმობს გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო დონის აქტივობებში ჩართულობას.
ალტერბრიჯმა, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, არადის უნივერსიტეტთან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა!
თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ არადის უნივერსიტეტში სასწავლებლად ერთი ან რამდენიმე აკადემიური სემესტრის განმავლობაში.
გაცვლითი პროგრამები იგეგმება როგორც სტუდენტებითვის, ასევე პერსონალისთვის Erasmus+ ფარგლებში. პარტნიორი დაწესებულება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აღიარებს სტუდენტებისთვის მინიჭებულ კრედიტებს, ამავდროულად, გაცვლით პროგრამაში მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ მგზავრობის, სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯები.
ალტერბრიჯი მუდმივად ცდილობს გაამყაროს კონტაქტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ!