შეისწავლე ესპანური ენა ჩაერთე საერთაშორისო პროექტებში და გაემგზავრე ესპანეთში
ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიასა“ და უნივერსიტეტ ალტერბრიჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ალტერბრიჯის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ესპანეთის სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და მოხალისეობრივ პროექტებში.
მემორანდუმის თანახმად, ცენტრი „იბერია“ იწყებს ესპანური ენის სწავლებას. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ ესპანეთში, ჩაერთონ სხვადასხვა სახის კულტურულ, მოხალისეობრივ და შემეცნებით ღონისძიებებში.
თანამშრომლობის ფარგლებში ვიწყებთ ესპანური ენის კურსს, რომლის დასრულების შემდეგაც, ნებისმიერი კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს ესპანეთში.