ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტს (University of Economics and Human Sciences in Warsaw) შორის
სასიამოვნო სიახლე! მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯსა და ვარშავის ეკონომიკის და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების განხორციელება.
შეთანხმების საფუძველზე, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის: ,,ბიზნეს ადმინისტრირების“ სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით უნივერსიტეტებს შორის, ისწავლონ პოლონეთში და ისწავლონ ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აგრძელებს აქტიურ მუშაობას პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით.