ალტერბრიჯს და “ლურჯი ოკეანე”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
15 ოქტომბერს, 19:00 საათზე მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ გაიმართა „ლურჯი ოკეანეს“ მიერ გამოცემული ბიზნეს ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა და ასევე, პიტერ თილისა და ბლეიკ მასტერსის ავტორობით ახალი წიგნის „ერთიდან ნულამდე“ პრეზენტაცია. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბიზნესით და სტარტაპების საქმიანობით.
ღონისძიებაზე წიგნი წარადგინა Gepra-ს უფროსმა კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა, ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მრჩეველმა, თამთა გველესიანმა და „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორმა და კომუნიკაციის ექსპერტმა, მაკო ჯაოშვილმა.
ღონისძიების ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ალტერბრიჯსა“ და „ლურჯ ოკეანეს“ შორის, რომელიც გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, „ლურჯი ოკეანეს“ ბიზნეს ლიტერატურის გამოცემის პროცესში ალტერბრიჯის მხრიდან კონსულტირებას და ა.შ.