შტაინბაისის უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) – ვერნერ ფეიქსი ალტერბრიჯში!
შტაინბაისის უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) – ვერნერ ფეიქსი ალტერბრიჯში!
30 ოქტომბერს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტს ეწვია პარტნიორი გერმანული უნივერსიტეტის, შტაინბაისის (SIBE) აღმასრულებელი დირექტორი, კორპორატიული მენეჯმენტისა და ლიდერობის თავმჯდომარე, მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის წევრი, პროფესორი – ვერნერ ფეიქსი
შეხვედრას უძღვებოდნენ ალტერბრიჯის რექტორი, პროფესორი ნათია გოცაძე და შტაინბაისის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა
პროფესორმა ფეიქსმა ალტერბრიჯის სტუდენტებს და ადმინისტრაციულ პერსონალს გაუზიარა ინფორმაცია შტაინბაისის უნივერსიტეტის შესახებ, დეტალურად გააცნო სამაგისტრო პროგრამა: “The Master of Arts In General Management” , რომელიც ხორციელდება ალტერბრიჯის ბაზაზე, ისაუბრა პროგრამის ღირებულებასა და მის მნიშვნელობაზე ბიზნეს სექტორისთვის!