ალტერბრიჯმა და რადიო უცნობმა დაიწყო ერთობლივი პროექტი – „ალტერთემა“
ალტერბრიჯმა და რადიო უცნობმა დაიწყო ერთობლივი პროექტი – „ალტერთემა“, რომელსაც რადიო უცნობის ეთერში გაუძღვება ალტერბრიჯის ვიცე-რექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, ალტერბრიჯის პროგრამების ხელმძღვანელი, მაკო ჯაოშვილი.
პირველი ალტერთემა ეხებოდა აქტუალურ თემას – თვითგანვითარება ლოქდაუნში. მაკომ აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და მუდმივად განვავითაროთ ჩვენში არსებული ძლიერი მხარეები.
ლოქდაუნის დროს თავითგანვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა წიგნების კითხვა. მაკომ აღნიშნა, რომ ის არის books club-ის წევრი და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად განიხილავს მამოტივირებელ ლიტერატურას, რაც მას ძალიან ეხმარება პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის პროდუქტიულად გატარებაში.
მაკომ ურჩია მსმენელებს შემოუერთდნენ წიგნის კლუბსა და ეცადონ გაიმყარონ უკვე არსებული უნარები სწორედ წიგნებთან ურთიერთობის გზით.