ლელას ფოტო

ლელა აბდუშელიშვილი

მოწვეული სპეციალისტი

ლელა აბდუშელიშვილიგანათლების მეცნიერებათა დოქტორიალტერბრიჯის პროფესორი სტრატეგიული და ბიზნეს კომუნიკაციის მიმართულებით. მიღებული აქვს სამაგისტრო ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაშიკემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკის (CELTA), ბიზნეს ინგლისურის (BEC) და ზრდასრულთა სწავლების პრესტიჟული კვალიფიკაციებიარის ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი და ვისბადენის (გერმანიაფსიქოთერაპიის აკადემიის მიერ სერთიფიცირებული პოზიტიური ფსიქოკონსულტანტიმას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ზრდასრულთა განათლებასა და სწავლების მეთოდიკაში. ლელა მუშაობდა საქართველოს USAID- პროფესიული განათლების პროექტში (VEP) ტრენერად და კარიერული განვითარების მრჩეველად 

საქართველოს შეფასების ასოციაციაში (GEA), სადაც საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა UNICEF-GEA- პროექტის “გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის განვითარება” ფარგლებშიმას ასევე აქვს USAID/Economic Prosperity Initiative (EPI)  – ეკონომიკური აღმავლობის პროექტის ფარგლებში მუშაობის გამოცდილებასადაც მას ევალებოდა სასწავლო მოდულების შედგენა; 2017 წლის აპრილში ლელამ მოიპოვა ERASMUS-ის გრანტი და ჩაატარა ლექციები ბიზნეს კომუნიკაციაში პოლონეთშიკატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტში. ლელა არის მსოფლიო ბანკის მთარგმნელთარჯიმანი (სინქრონულიწერითითანმიმდევრული), მას ნათარგმნი აქვს წამყვანი საერთაშორისო სახელმძღვანელოები (ფილიპ კოტლერის “მარკეტინგის პრინციპები”, მაიკლ არმსტრონგის “ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის სახელმძღვანელო”, “ადამიანის უფლებებისა და ძირეული თავისუფლებების სახელმძღვანელო შეიარაღებული ძალების პერსონალისათვის” და ლიტერატურული ნაწარმოები მანანა დუმბაძის ნოველა “ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან”. ლელას აქვს სამეცნიერო გამოცემები ლინგვისტიკაშიმასწვლებელთა გადამზადებაშიბიზნეს და სტრატეგიულ კომუნიკაციაშიზოგადევროპულ ენათა ჩარჩოსგანათლებისადმი პოზიტიური მიდგომისმასწავლებელთა გადამზადების და სწავლების მეთოდიკის მიმართულებით