დავით ნიჟარაძე

დავით ნიჟარაძე

დავით ნიჟარაძე არის საქართველოში ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2010–2018 წლებში იყო მოწვეული პროფესორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2017 წელს მოწვეული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2012–2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, 2009–2012 წლებში საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის ასისტენტ – პროფესორი. 2007–2008 წლებში ასისტენტ პროფესორი კავკასიის აკადემიურ ცენტრში (CAC). 

 

დავით ნიჟარაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება ბიზნესის ადმინისტრირებას, კონცენტრაციით მენეჯმენტი. 

 

დავით ნიჟარაძემ  მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში და სემინარში, მათ შორის უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში. აქვს ათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, მენეჯმენტის თემატიკაზე. 

 

დავით ნიჟარაძე აქვს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო  სექტორში. 

სხვა წევრები