მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია – ხელოვნური ინტელექტი მართვასა და კომუნიკაციაში
ალტერბრიჯი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ატარებს რიგით მე-4 სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:
,,ხელოვნური ინტელექტი მართვასა და კომუნიკაციაში”
კონფერენციის ძირითადი თემები:
- პასუხისმგებლიანი და ეთიკური ხელოვნური ინტელექტი
- მედიაწიგნიერება და განათლება
- ხელოვნური ინტელექტი მედიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში
- პოლიტიკური კომუნიკაციია
უნივერსიტეტი დაინტერესებულია შემდეგი საკითხების შესწავლით:
- ორგანიზაციებში (კერძო, საჯარო) ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საფრთხეები და შესაძლებლობები
- დეზინფორმაციასთან, არაკეთილსინდისიერ კომუნიკაციასთან ბრძოლის საშუალებები
- კორპორაციული პასუხისმგებლობა ციფრულ და ტრადიციულ მედიაში
- ახალი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები პოლიტიკურ კომუნიკაციაში
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, კვლევითი ცენტრების/ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური 50 ლარი
ალტერბრიჯის ელ-ჟურნალში სტატიის განთავსების ჩათვლით – 100 ლარი.
ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალისთვის სამონაწილეო თანხას დაფარავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტი იხილეთ ლინკზე:
https://shorturl.at/gijN8
კონფერენციის თეზისები 10 ნოემბრამდე წარმოადგინეთ შემდეგ მეილზე: a.tsiklauri@alterbridge.edu.ge