უნივერსიტეტ ალტერბრიჯში იმიტირებული საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში, 2022 წლის 23-24 ივლისს იმიტირებული საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდა. იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული გამოცდით დაინტერესებულმა მომავალმა მაგისტრანტებმა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 26 ივლისს იწყება 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები, აღნიშნული იმიტირებული გამოცდები კი, დაეხმარა მონაწილეებს საგამოცდო სტრესის მოხსნისა და მათი უნარ-ჩვევების, ცოდნის შეფასებაში.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, უკვე ორი წელია რაც მომავალ მაგისტრანტებს უფასო მოსამზადებელ კურსებს სთავაზობს პროექტის: ,,სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან” ფარგლებში. პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში მოწვეულია მათემატიკის სპეციალისტი – კოტე კვანტალიანი, რომელიც უზრუნველყოფს ტესტირებებს, კონსპექტებს და პროექტში ჩართული მონაწილეების მომზადებას.
მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდათ ოთხივე კომპონენტში. უნივერსიტეტი ალტერბრიჯი საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეებს უსურვებს წარმატებებს.