პროგრამის მიზანია შეგასწავლოთ სოციალური მედია მარკეტინგი, რეკლამების და სოციალური მედია კამპანიების  დაგეგმვა და ეფექტური გამოყენება, ღონისძიების სტრატეგიული დაგეგმვა, მომზადება და მართვა, ღონისძიების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი აღმოფხვრის სტრატეგიები, ღონისძიების მარკეტინგული კონცეფციები. პროგრამა ასევე მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების,  რისკების შეფასებისა და პრევენციის მეთოდების შესწავლას, სტრატეგიული მართვის უახლესი მიდგომების და ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდების ანალიზს. 

პროგრამის დასრულების შედეგად თქვენ გეცოდინებათ 

  • ფუნდამენტური სტრატეგიების დაგეგმარებისა და შეფასების მექანიზმები
  • შეტყობინებათა სტილისა და მედია სტრატეგიის შემუშავების თავისებურებები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ამოცანებში Big Data ანალიზის გამოყენების მეთოდოლოგია
  • რისკების შემცირების სტრატეგიები, ჩატარებული ღონისძიების შეფასების კრიტერიუმები
  • სოციალური მედია კამპანიის შექმნის სწორი და არასწორი ნაბიჯები

 

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებით შეძლებთ: 

 

  • ანალიტიკური მსჯელობით პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსავლის შესაძლო გზების დასახვას 
  • საკომუნიკაციო მიზნების განსაზღვრას და სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებას საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროგრამებისთვის; 
  • გააანალიზოთ ორგანიზაციაში მოქმედი ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, დასახოთ სტრატეგიული კომუნიკაციების მართვაში მისი გამოყენების  გზები
  • სოციალური მედიის გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისათვის, კერძოდ: გაყიდვების ზრდა, ცნობადობის ამაღლება.

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს: 

  • ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიული მართვა
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • სტრატეგიული მართვა

 

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა (135 საათი)

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი

პროგრამაზე მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.

საკონტაქტო ნომერი: 558 198 198

დაწყების თარიღიმარტი, 2023

ხანგრძლივობა:  15  შეხვედრა, 45 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

კურსის აღწერა

ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიული მართვა

ლექტორი: გიორგი კენჭუაშვილი – მოწვეული ლექტორი, მენეჯმენტის მაგისტრი

 

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით, შეასწავლოს სხვადასხვა სოციალური მედია არხების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, რეკლამების დაგეგმვა ეფექტური გამოყენება, სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა.

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

  • ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვისას სოციალური მედია მარკეტინგის მნიშვნელობა
  • რეკლამისა და Email მარკეტინგის დაგეგმვის პრინციპები
  • სოციალური მედია კამპანიის შექმნის სწორი და არასწორი ნაბიჯები

დაწყების თარიღიმარტი, 2023

ხანგრძლივობა:  15  შეხვედრა, 45 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

კურსის აღწერა

სტრატეგიული კომუნიკაცია

ლექტორი: ნათია გოცაძე, საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი.

 

კურსის მიზანია, სტუდენტებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა ორგანიზაციაში შეტყობინებების შექმნისა და სათანადო რეაგირების მექანიზმების შესახებ; ასევე, სტუდენტებს შეასწავლოს კომუნიკაციის პრინციპები და საკომუნიკაციო სტრატეგიების ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად გამოყენება. 

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

    • ორგანიზაციულ გარემოში ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოების პრინციპები და ინსტრუმენტები;  
    • ინფორმაციის მაქსიმალურად ამომწურავად და სრულყოფილად გადაცემის მექანიზმები; 
    • შეტყობინებათა სტილისა და მედია სტრატეგიის შემუშავების თავისებურებები;

ორგანიზაციებში ინტერაქტიული კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის თეორიები.

დაწყების თარიღიმარტი, 2023

ხანგრძლივობა:  15  შეხვედრა, 45 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

კურსის აღწერა

სტრატეგიული მართვა

ლექტორი: ირაკლი ხვთისიაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი

 

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა სტრატეგიული მართვის კანონებისა და უახლესი მიდგომების, ასევე, ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდების შესახებ; გამოუმუშავოს/განუვითაროს პრაქტიკული მმართველობითი საქმიანობის ეფექტური უნარ-ჩვევები.

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

  • ფუნდამენტური სტრატეგიების დაგეგმარებისა და შეფასების მექანიზმები;
  • სტრატეგიული პროცესების გაანალიზებისა და კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მიდგომები;
  • ფასწარმოების პოლიტიკისთვის ბაზრის სეგმენტაციის, სამიზნე ჯგუფებისა და მათი პოზიციონირების კონცეფციები;