პროგრამის მიზანია შეგასწავლოთ ბრენდის სტრატეგიული მართვის ხელოვნება, ინტერპერსონალურ დონეზე მიმდინარე პროცესების მართვა სამეტყველო და ქცევითი მიდგომების მიხედვით, სიღრმისეულად გაგაცნოთ მოლაპარაკებათა ეფექტიანობის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები და კომუნიკაციურ თავისებურებათა გამოყენების თანამედროვე ხერხები.

პროგრამის დასრულების შედეგად თქვენ გეცოდინებათ

  • ბრენდინგის თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • პრინციპული და პოზიციური სტრატეგიების კრიტერიუმები
  • ვიზუალის ენა და ვიზუალით ამბის თხრობის უპირატესობა
  • კომუნიკაციის თავისებურებები და ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები

 

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებით შეძლებთ:

  • თვითკონტროლს და თვითმოტივაციას ინტერპერსონალურ ურთიერთობებში;
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად
  • მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვა მოგება-მოგების პრინციპით
  • ვიზუალური კომუნიკაციის ინტეგრირებას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

MicroMaster პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს:

  • ბრენდის მართვის თანამედროვე მიდგომები;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის მენეჯმენტი
  • ვიზუალის სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობაში
  • მოლაპარაკების სტრატეგიების ფსიქოლოგიური ასპექტები

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა (180 საათი)

პროგრამის ღირებულება: 2100 ლარი

პროგრამაზე მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.

 

დაწყების თარიღი:  ოქტომბერი

ხანგრძლივობა:  16  შეხვედრა, 47 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

კურსის აღწერა

ინტერპერსონალური კომუნიკაციის მენეჯმენტი

ლექტორი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი.

 

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს  ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტიანი მართვის მიდგომები,  საზოგადოებრივ და პიროვნებათშორის ურთიერთობებში გამოყენებული  ფსიქოტექნოლოგიების როლი, ასევე, მისცეს სრულყოფილი ცოდნა სამეტყველო და ქცევითი თავისებურებების, ადამიანის ფსიქოტიპებისა  და ფასეულობათა სისტემების შესახებ; გამოუმუშაოს ადამიანებზე   დაკვირვების, შეფასებისა და ანალიზის უნარები.

 

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

  • კომუნიკაციის თავისებურებები კულტურული, ასაკობრივი, სქესობრივ და შესაძლებლობითი განსხვავებების მიხედვით;
  • მულტი დისციპლინურ გარემოში ინდივიდუალური ქცევის განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური ფაქტორები
  • ყურადღების აქტივაციის ხერხები და შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან სწორი კომუნიკაციის საშუალებები

დაწყების თარიღი:  ოქტომბერი

ხანგრძლივობა:  16  შეხვედრა, 47 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

კურსის აღწერა

ბრენდის მართვა

ლექტორი: ალექს ჩიქოვანი – აკადემიური ხარისხი – მაგისტრი, სპეციალიზაცია კორპორატიული სტრატეგია; ბრენდის შექმნა და მენეჯმენტი

 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს სიღრმისეულად შეასწავლოს ბრენდის მართვის თანამედროვე მიდგომები,  გააცნოს ბრენდის პლატფორმის შექმნის განმსაზღვრელი ფაქტორები, საფუძვლიანად აუხსნას ბრენდინგის ხელოვნების ასპექტები როგორც ახალი ბრენდის შექმნის, ასევე მისი გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით. კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად და ბრენდინგის სტრატეგიების სამართავად.

 

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

 

  • ბრენდის მართვის თანამედროვე მეთოდები;

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ:

  • მულტიდისციპლინურ გარემოსთან ადაპტირებას და კომპლექსური პრობლემების გადასაწყვეტად საინტერესო სიახლეების შემოთავაზებას;
  • ბრენდინგის პროცესში უახლესი მიდგომების დამოუკიდებლად განხორციელებას;
  • იდეებისა და არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაციის დამყარებას, მიღებული მონაცემების კრიტიკულ გაანალიზებას და ინფორმაციის სინთეზს;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებას ბრენდის სამართავად;
  • შედეგების ინტერპრეტაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასკვნების დასაბუთებას ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად და  პრაქტიკული სარგებლის წარმოსაჩენად;

დაწყების თარიღი:  ოქტომბერი

ხანგრძლივობა:  16  შეხვედრა, 47 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

 

კურსის აღწერა

მოლაპარაკების სტრატეგიები

ლექტორი: მაკო ჯაოშვილი – ასოცირებული პროფესორი,   Ph.D.

 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტი დაეუფლოს მოლაპარაკებათა წარმოების ტექნიკას, ისწავლოს  მოლაპარაკების სათანადო მოდელის შერჩევა, გაიმყაროს საქმიანი მოლაპარაკებისთვის საჭირო უნარები, გაეცნოს  შეკითხვების დასმის და კომენტარებზე რეაგირების ტაქტიკურ სვლებს,  ისწავლოს საუბრისა თუ მოლაპარაკების შედეგების სწორი ინტერპრეტაცია.

 

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

  • მოლაპარაკებათა ტიპები და ფსიქოლოგიური ასპექტები;
  • აღქმის, ემოციების, ობიექტური კრიტერიუმებისა და სამართლიანი პროცედურების მნიშვნელობა წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში;
  • პრინციპული და პოზიციური სტრატეგიები
  • მანიპულაციის და სიცრუის ტექნოლოგიები
  • საერთო ინტერესებზე და არა პოზიციებზე მორგების ტექნიკა

დაწყების თარიღი:  ოქტომბერი

ხანგრძლივობა:  16  შეხვედრა, 47 საათი

ღირებულება: 525 ლარი

განრიგი:  კვირაში 1 დღე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

 

 

კურსის აღწერა

ვიზუალის სტრატეგია PR-ში

ლექტორი: ალექსანდრე გაბუნია – ასოცირებული პროფესორი, თეოლოგიის მაგისტრი

 

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, PR სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში ვიზუალური კომუნიკაციის ხერხების გამოყენების შესახებ; შეასწავლოს სხვადასხვა ეპოქებში არსებული ვიზუალური აღქმის მოდელები; გააცნოს ანტიკური, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ეპოქების ვიზუალური კომუნიკაციის თავისებურებები და უნიკალურ მაგალითები.

 

კურსის დასრულების შემდეგ შენ გეცოდინება:

 

  • თანამედროვე მიდგომები გამოსახულების კომპოზიციის, სტილისა და ფორმის ასაგებად;
  • ვიზუალის ენა და ვიზუალითამბისთხრობის ხელოვნება;
  • ე.წ. სურათ-ხატების ზეგავლენა და მათი შექმნის მეთოდიკა;
  • კომუნიკაციური თავისებურებების ისტორია და მათი გამოყენების თანამედროვე ხერხები;
  • ცნობიერ და არაცნობიერ გონებასთან კომუნიკაციის განსხვავებული მეთოდები,

რეგისტრაცია: