თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები

ISSN 2667-9361

ჟურნალის მენიუ

დაიწყო ჟურნალის მეორე ნომრისთვის სტატიების მიღება. ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ოქტომბერი. ნაშრომები მიიღება ელ.ფოსტაზე: n.khidisheli@alerbridge.edu.ge  , s.vasadze@alterbridge.edu.ge

“თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები” მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯის” ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო რეცენზირებადი ელექტრონული ჟურნალია.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევების“ მთავარი პრიორიტეტია, მისცეს მკვლევრებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს საშუალება წარადგინონ თავიანთი ნაშრომები ფართო აუდიტორიის წინაშე.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ იღებს ნაშრომებს, როგორც საქართველოდან, ასევე – უცხოეთიდან. ეს ხელს უწყობს მკვლევრების, სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციას და ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკას.

ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგია  შემოსული სტატიების განხილვისას დიდ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ ნაშრომის აქტუალობას, კვლევით ხასიათსა თუ ღირებულებას, არამედ ტექნიკურ მხარესაც (გაფორმებას, ციტირებულ ნაშრომებს, გრამატიკულ სისწორეს).

სამეცნიერო რედაქტორი:

  • მერაბ გოცაძე

სარედაქციო საბჭო:

  • ნათია გოცაძე
  • მაკო ჯაოშვილი
  • გიორგი ჭანტურია
  • ნინო ხიდიშელი
  • გიორგი ბაღათურია
  • ალექსანდრე გაბუნია
  • ნათია კალანდარიშვილი
  • სოფო ვასაძე
  • ეკატერინე ბაკარაძე
  • ვახტანგ ზაალიშვილი
  • ვახტანგ ჟვანია

ჟურნალში „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დარგები:

  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • განათლების მიმართულება;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება;
  • სამართალმცოდნეობის მიმართულება

სტატიის  გაფორმების   წესი  და   ტექსტის ფორმატი

  • სტატიის ენა – ქართული და/ან ინგლისური;
  • სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე და აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე
  • სტატია მოგვაწოდეთ DOC(MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით.
  • რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის;
  • ფურცლის ზომა A4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.
  • შრიფტი – ქართული ტექსტისათვის – უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Sylfaen
  • შრიფტის ზომა -11;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1;
  • გვერდების რაოდენობა – 5-12;
  • ფურცელი არ ინომრება.

სტატიის სტრუქტურა

  • მონაცემები ავტორის/ თანაავტორის შესახებ: სახელი, გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაოს/სწავლის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (შრიფტის ზომა  12);
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
  • აბსტრაქტი (არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა) ინგლისურ ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12) აბსტრაქტი არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.
  • საკვანძო სიტყვები – არაუმეტეს ხუთისა სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12 );
  • შესავალი;
  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • კვლევის შედეგები;
  • დასკვნები და რეკომენდაციები;
  • ბიბლიოგრაფია

თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია (ფორმატი – 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით, ხოლოთუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია,  იგი არ ინომრება;

საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს  და/ან  დაერთოს   მცირე განმარტება იქვე,  მასალის სათაურის ქვემოთ. ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).

ციტირების წესი

ჟურნალში მიღებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული   ციტირებისა და მითითების წესი. მისი მოთხოვნებია:

ძირითადი ინფორმაცია მიეთითება შემდეგი სახით: ავტორი (გვარი, ინიციალებით ან სრული სახელით), სათაური, გამოცემის წელი, ჟურნალის, წიგნის სახელწოდება და ა.შ.

კვლევითი ნაშრომის ტექსტში იწერება მხოლოდ ავტორის გვარი და გამოცემის წელი. თუ მოხმობილი აზრი, მოსაზრება ციტატას წარმოადგენს,  ბრჭყალებში ვსვამთ გვერდის მითითებით. მაგალითად:

მსგავსად ლოფერისა (Laufer, 1986) და ნეიშენმანისა (Nation, 1990), უილკინსმა (Wilkins, 1972) გამოხატა აზრი, რომ „გრამატიკის გარეშე ცოტა რამის თქმაა შესაძლებელი, ხოლო ლექსიკის გარეშე – არაფერი“ (გვ. 3).

სხვა შემთხვევაში გვერდის მითითება სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო.  ინიციალები და სრული სახელები არ იწერება, თუმცა, მკვლევრის პირველად ხსენებისას მიღებულია მისი სახელის მითითება. მაგალითად: სტივენ ქრეშენმა (Krashen, 1975) პირველად განასხვავა ერთმანეთისგან „სწავლა“ და „შეთვისება“.

რიჩარდსმა და რენანდიამ (Richards and Renandya, 2002) აღმოაჩინეს, რომ ლექსიკა არის ენის ცოდნის ძირითადი კომპონენტი; იგი დიდ წილად უზრუნველყოფს მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევებს. მდიდარი ლექსიკის გარეშე მოსწავლეები ხშირად ვერ ავლენენ საკუთარ პოტენციალს და შესაძლოა მოტივაცია დაკარგონ (გვ. 251)

თუ ავტორი ნახსენებია სამეცნიერო ნაშრომში, მისი პუბლიკაცია უნდა იყოს ასახული ლიტერატურის სიაში და პირიქით.

გამოყენებული წყაროს მითითების წესი:

ა)  წიგნი

გვარი, ინიციალები.(წელი).  სათაური  (დიდი        ასოებით). გამოცემის ადგილი, გამომცემლობა

Freeman, E. Strategic Management. (2010). Cambridge, Cambridge UP

თუ წიგნს არა ჰყავს ავტორი ან რედაქტორი, მის ნაცვლად შეიძლება დავწეროთ ორგანიზაცია:

UNESCO. (1998). Learning to live together in peace and harmony: values education for peace, human

rights, democracy and sustainable development for the Asia-Pacific Region; a UNESCO/APNIEVE

sourcebo ok for teachers education and tertiary level education. Bangkok, Thailand: UNESCO PROAP

თუ წიგნი რამდენიმეჯერ იყო გამოცემული, აღნიშნეთ, რომელი გამოცემაა ეს (მაგალითად: 3th ed.). თუ გამოცემის წელი არ არის მითითებული, აღნიშნეთ n.d. (არ არის დათარიღებული).

ბ)  სტატია ჟურნალში

გვარი, ინიციალები. (წელი). სათაური (პირველი სიტყვის გარდა დიდი ასოების გარეშე). ჟურნალის სახელწოდება (დახრილი, ყველა სიტყვა იწყება დიდი ასოთი). ნომერი, გამოშვება, გვერდები:

Gillian S.L., Starks L.T. (2007). The Evolution of shareholder activism in the United States, Journal of Applied Corporate Finance, Vol. 19, Issue. I. p. 58-59

სტატიის გვერდის მითითებისას ან შემოკლებით „გვ“. დაწერეთ ან მძიმით გამოყავით ისინი. მაგალითად: 8 (2), p. „58-59“ ან 8 (2): „58-59”. დაიცავით  მხოლოდ ერთი რომელიმე მითითება.

გ) წიგნიდან სტატია

გვარი, ინიციალები. (წელი). სათაური (პირველი სიტყვის გარდა დიდი ასოების გარეშე). წიგნის ავტორის (რედაქტორის) გვარი, ინიციალები. წიგნის სათაური (დახრილი შრიფტით, დიდი ასოებით). გამოცემის ადგილი: გამომცემლობა, გვერდები. მაგალითად:

Melkadze, O. (2010). Constitutionalism.

Yahya, C. A. Morales-Jones, & E. N. W. Ariza (Eds.), Fundamentals of Teaching English to

Speakers of Other Languages in k-12 Mainstream Classrooms. Dubuque, IA: Kendal/Hunt, p.163-181

დ) ელექტრონული წყაროები:

მხოლოდ ინტერნეტ მისამართის მითითება დაუშვებელია. ვინაიდან ზოგჯერ შეუძლებელია ამ ინფორმაციით წყაროს მოძიება. ინფორმაცია უნდა იყოს მოტანილი ნაბეჭდი პუბლიკაციების მაქსიმალურად მსგავს ფორმატში. თუ ვებ-გვერდს ავტორი არა ჰყავს, მიუთითეთ ორგანიზაცია ან ვებ-გვერდის დასახელება. თუ არც ერთი არ არის ხელმისაწვდომი, დაიწყეთ პირდაპირ სათაურით. ბოლოს უნდა მიუთითოთ, თუ როდის და რომელი ინტერნეტ მისამართიდანაა მასალა მოძიებული. მაგალითად:

კოპალიანი, ა. (2013). ემილი დიკინსონის შემოქმედების აღქმის თავისებურებები ქართულ ლიტერატურაში, #7. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/7/70 მასალაზე წვდომა 17.04.2019

Lakerbaia, T. (2014). The Right of Withdrawal in European Consumer Protection Law, Volume  I, Retrieved 2 April, from http://press.tsu.ge/data/file_db/elzhurnalebi/lj1y2014.pdf

NCTE / IRA. (2012). Standards for the English Language Arts. Retrieved September 1, 2014 from http://www.ncte.org/standards/ncte-ira

http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Enatmecniereba-2017-2018-T60-27-09-2018.pdf

თუ თქვენ მოიძიეთ ელექტრონული წყარო სხვა სტატიაში და იყენებთ მას თქვენს კვლევაში, დარწმუნდით, რომ ეს წყარო კიდევ არსებობს. დაწერეთ ის თარიღი, როცა თქვენ გაეცანით მას.

ლიტერატურის სია იწერება ანბანურად. ერთი და იგივე ავტორის პუბლიკაციების მითითებისას იცავთ ქრონოლოგიის პრინციპს. ჯერ წერთ უახლესს, შემდეგ უფრო ძველს. თუ თქვენ გამოიყენეთ ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი, პუბლიკაცია, რომელიც ერთსა და იმავე წელს გამოვიდა, მათი მითითება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: Radbruch, 2013a and Radbruch 2013 b. თუ ერთ პუბლიკაციას ერთი ავტორი ჰყავს, სხვა პუბლიკაციაში კი იგივე ავტორს თანაავტორი ჰყავს, ჯერ უთითებთ ერთავტორიან პუბლიკაციას, შემდეგ კი – ორ ან მეტ ავტორიანს. მაგალითად:

Schmitt, N. (2010). Researching Vocabulary: A Vocabulary Research Manual. New York: Palgrave Macmillan

Schmitt, N. (1997 a). Vocabulary learning strategies. In Schmitt, N. and McCarthy, M. (eds), Vocabulary: Description, Acquisition, and Pedagogy. Cambridge: Cambridge University Press. p. 17-26

Schmitt,  N.  (Ed.)  (1997b).  Vocabulary:  Description,  acquisition,  and  pedagogy. Cambridge: Cambridge University Press.

Schmitt, N. and Meara, P. (1997). Researching vocabulary through a word knowledge framework: Word associations and verbal suffixes. Studies in Second Language Acquisition 19, p. 17–36

ნაშრომის შეფასების სისტემა

შემოსული სტატია სარეცენზიოდ გადაეცემა ანონიმურ ექსპერტს.

რეცენზია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ავტორისათვის (ანონიმური სახით).

შემოსული მასალების განხილვის შემდეგ, დამატებითი მითითებებისათვის, რედაქცია დაუკავშირდება დასაბეჭდად შერჩეულ ნაშრომთა ავტორებს.

რეცენზირების შეფასების კრიტერიუმები

  1. თემის აქტუალობა/სიახლე – მოწმდება საკვლევი თემის აქტუალობა (25 ქულა).
  2. კვლევის დასაბუთება – მოწმდება არგუმენტების სანდოობა, თანმიმდევრულობა და ლოგიკურობა, სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა საკვლევ თემასთან (20 ქულა).
  3. მონაცემთა სანდოობა და ვალიდურობა – მოწმდება მონაცემთა დამოწმების სანდოობა და ვალიდურობა (15 ქულა).
  4. სამეცნიერო ნაშრომის ტექნიკური მხარე – მოწმდება ნაშრომის გაფორმების,

ციტირების წესის დაცვა, წერის სტილი და ნაშრომის სტრუქტურა (15 ქულა).

  1. კვლევის შედეგები – მოწმდება თუ რამდენად პასუხობს კვლევა დარგის სპეციფიკას და თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს (25 ქულა).

სტატია შეფასდება 100-ქულიანი სისტემით. ჟურნალში სტატია  დაიბეჭდება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი  ნაშრომს შეაფასეს დადებითად (დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა).

შენიშვნა: უნივერსიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას სტატიის როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი და ავტორის მიერ ხელმოწერილი, ასევე ელექტრონული ვერსია (მისამართი: თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 67, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, კვლევითი საქმიანობის ცენტრი),

ელექტრონული მისამართი:

n.khidisheli@alterbridge.edu.ge; s.vasadze@alterbridge.edu.ge