ფუნდამენტური ეგზისტენციალური მოტივაციები:
I ფუნდამენტური მოტივაცია: ეგზისტენციის ფუნდამენტური პირობები – შეძლო სამყარო-ში-ყოფნა. შეძლო რეალობის რთული პირობების მიღება და გაძლება, შინაგანი ძალის და შესაძლებლობათა გაცნობიერების და რეალიზების გზით.
II ფუნდამენტური მოტივაცია: ცხოვრების (როგორც) ღირებულების ფუნდამენტური გამოცდილება. საკუთარ ცხოვრების ემოციური სისავსე. საკუთარ ცხოვრებაში შემოქმედებითი ჩართულობის განცდა.
III ფუნდამენტური მოტივაცია: უნარი, იყო ის რაც ხარ. საკუთარი თავის ფუნდამენტური ღირებულების განცდა. საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრება. თვითპატივისცემა. საკუთარი პოზიციის ქონა.
IV ფუნდამენტური მოტივაცია: ეგზისტენციალური საზრისი – საკუთარი უნიკალური ცხოვრების განხორციელება. საზრისით სავსე ცხოვრება.
ფენომენოლოგია
თეორია ემოციების შესახებ
თეორია PERSON-ის შესახებ
აქსიოლოგია (სწავლება ღირებულებების შესახებ)
თეორია ეგზისტენციის შესახებ
საბაზისო პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
ფორმატი: პირისპირ/ონლაინ
დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა: 22 ადამიანი
პროგრამის დაწყების დრო: ივნისი, 2021წ.
პროგრამის წლიური ღირებულება: – 2 400 დოლარი, ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. (გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად)
პროფესიულ დონეზე:
- ეგზისტენციალური ანალიზის თეორიული ცოდნის ყოვლისმომცველ სისტემას
- დიაგნოსტიკური და ანალიტიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრს
- პრაქტიკულ უნარებს და მომზადებას პროფესიული საქმიანობისათვის
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას და მომზადებას ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში
პიროვნულ დონეზე:
- საკუთარი პიროვნების, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგის სიღრმისეული განვითარება
- პიროვნული პრობლემების მოგვარება
- პერსონალური ღირებულებების აღმოჩენა და მათი წვდომის მექანიზმის დაუფლება
- PERSON -ის უნიკალურობის შინაგანი წვდომის უნარის ეტაპობრივი განვითარება
- საკუთარი თავთან სწორი, ადეკვატური დამოკიდებულებისთვის საჭირო უნარების განვითარება
- გადაწყვეტილების მიღების, პასუხისმგებლობის და ნების ძალის განვითარება – განმტკიცება
- მოქმედების ახალი, აუთენტური უნარ – შესაძლებლობების გამომუშავება
- ცხოვრების გაუმჯობესება და მისი შესაბამისობა საკუთარ თავთან
- თვითგამომხატველი ცხოვრებისეული სტრატეგიების ფორმირება (შემუშავება)
- საკუთარ თავისებურებებთან ურთიერთობის სიცხადე და საჭიროებისამებრ კონკრეტული შეზღუდვების დაწესება (დადგენა) პრაქტიკულ საქმიანობაში
ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრი – ეგზისტენციალური ანალიზის და ლოგოთერაპიის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი 2017 წლიდან
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე და აირჩიონ პროგრამის გავლა რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: http://bit.ly/3rja9tE
საბუთების მიღება დაიწყება 2021 წლის 15 იანვრიდან.
მსურველებმა, აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე info@existenzanalyse.ge ან contact@alterbridge.org.ge და უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- რეზიუმე ქართულ და რუსულ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე (იმის მიხედვით, თუ რომელ ენაზე ირჩევთ პროგრამის გავლას)
- ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის (არსებობის შემთხვევაში) დიპლომის ასლი
- ფოტოსურათი