ვებინარი მომავალი მაგისტრანტებისთვის
სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ აკადემიურმა პერსონალმა და პროგრამის შემუშავება-განვითარებაში ჩართულმა პარტნიორებმა სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარი ჩაატარეს. ვებინარს მოდერაცია გაუწია „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორმა, აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელმა მაკო ჯაოშვილმა.
ვებინარში მონაწილეობდნენ „ალტერბრიჯის“ დამფუქნებელი და რექტორი ნათია გოცაძე, „ვიზუალის სტრატეგია PR-ში“ სასწავლო კურსის ლექტორი ალეკო გაბუნია, სტრატეგიული კომუნიკაციის ლექტორი ლელა აბდუშელიშვილი, სოციალური მედიისა და ანტიკრიზისული კამპანიების სასწავლო კურსის ლექტორი დავით ჩქოტუა, „ალტერბრიჯის“ პარტნიორები: დამსაქმებელთა ასოციაციის აღმ. დირექტორი ლაშა ლაბაძე, HR გილდიის დამფუძნებელი ლილი ბიბილაშვილი, „აისეკ-საქართველოს პრეზიდენტი ნინო გოგოხია. ვებინარის მონაწილეებმა ამომწურავად ისაუბრეს როგორც „ალტერბრიჯის“ ზოგად მიდგომებზე, ასევე კონკრეტული სასწავლო კურსების სპეციფიკაზე, სწავლების მეთოდებზე, პრაქტიკული გამოცდილების მიღების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე.