უნივერსიტეტი ალტერბრიჯი X “თეორია”
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს განათლების ხარისხისა და სტუდენტური გამოცდილების გაძლიერებისკენ – გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სასწავლო შემეცნებით აკადემია “თეორია” – სთან, რომელსაც ხელი მოაწერა ალტერბრიჯის რექტორმა ნათია გოცაძემ.
მემორანდუმის მიზანია:
სტუდენტებისა და პროფესიონალების განვითარებას ხელი შეეწყოს თანამედროვე, ინოვაციურ და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის მეთოდების გამოყენებით. თანამშრომლობა მოიცავს:
-
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესებას – ინტერაქტიული, პრაქტიკული და სტუდენტზე მორგებული სასწავლო მოდელების დანერგვით.
-
სტუდენტური განვითარების ახალ პლატფორმებს – სადაც ახალგაზრდებს ექნებათ სივრცე თავადაც შექმნან იდეები, განახორციელონ პროექტები და მიიღონ მოტივაცია პროფესიული ზრდისთვის.
-
ინტეგრირებული ტრენინგებისა და სალონური შეხვედრების ჩატარებას – ღია გარემოში, ბუნებასთან ახლო და ინსპირაციულ სივრცეებში, რაც ხელს უწყობს ფოკუსს, გუნდურობასა და შემოქმედებით ენერგიას.
ალტერბრიჯისთვის ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო ძლიერ, თანამედროვე და სტუდენტზე ორიენტირებულ აკადემიური გარემოსკენ.
ქართული
English
