უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს მობილობას
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აცხადებს მიღებას:
ა)საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობის მიზნებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ადგილით.
სწავლის საფასური: 2250 ლარი
ბ)სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ადგილით.
სწავლის საფასური: 2250 ლარი
ალტერბრიჯში მობილობით დაინტერესებული პირები, გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე.
სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშვება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდგომ.
ალტერბრიჯში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები 16 აგვისტოდან -30 აგვისტოს 18.00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ – სსიპ – განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტორნულ პორტალზე – https://students.emis.ge/
მობილობის მსურველს ევალება წარმოადგინოს ალტერბრიჯში შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- ატესტატის ნოტარიული ასლი (მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში – ბაკალავრის დიპლომის ნოტარიული ასლი);
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3/4;
აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა შეგიძლიათ ადგილზე, უნივერსიტეტ “ალტერბრიჯში”, ასევე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ მეილზე: info@alterbridge.edu.ge
საბუთების მიღება – 03 სექტემბრიდან 10 სექტემბრის 18:00 – ის ჩათვლით
ტესტირება ინგლისურ ენაში – 11 სექტემბერს
მობილობის მსურველებთან გასაუბრება ჩატარდება – 13 სექტემბერს
შედეგების გამოქვეყნება – 15 სექტემბერს
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 558 198 198
ელ-ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67