ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტერბრიჯსა და ტ.შევჩენკოს უნივერსიტეტს შორის
2021 წლის 4 ნოემბერს, ალტერბრიჯმა კიევის ტ. შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, უკრაინის ჟურნალისტურ ორგანიზაციათა კონფედერაციის თავმჯდომარის მოადგილეს, პროფესორ იური ბონდარს უმასპინძლა. უკრაინელ სტუმრებს შეხვდნენ უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, გააცნეს უნივერსიტეტის მისია, როლი და სამომავლო გეგმები. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კვლევითი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზების შესახებ.
უნვიერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
შეხვედრა ჩატარდა უნივერსიტეტ ალტერბრიჯში, სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით.