„გააგრძელე შენი შვილის მომავლის ხიდის შენება!”
ძვირფასო მშობლებო, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი გიწვევთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ტრენინგზე: ,,როგორ დავეხმაროთ შვილს წინასაგამოცდო სტრესის დაძლევაში”!
როცა გამოცდების წინ დაძაბულობა პიკს აღწევს, შვილს ყველაზე მეტად თქვენი სიმშვიდე და რწმენა სჭირდება. სწორედ თქვენი სიტყვები ხდება ის შინაგანი ძალა, რომელიც მას ეუბნება: „შენ ამას შეძლებ“
ეს არის ემოციური გამოცდა მთელი ოჯახისთვის და ამიტომაც, თქვენი ჩართულობა ამ პროცესში გადამწყვეტია!
ასე რომ, გელით ტრენინგზე, სადაც ვისაუბრებთ:
- როგორ მივცეთ შვილებს თავდაჯერებულობა და თვითრწმენა!
- ამოვიცნოთ მათი ემოციური მდგომარეობა და დავეხმაროთ სტრესის დაძლევაში!
- როგორ გავხდეთ ჩვენი შვილებისთვის #მოტივაციის წყარო!
შეხვედრას გაუძღვება ალტერბრიჯის რექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, პროფესორი – ნათია გოცაძე
ნათია გაგაცნობთ:
- პრაქტიკულ ტექნიკებს სტრესის სამართავად;
- რეალურ ქეისებსა და სწორი კომუნიკაციის ფორმებს;
ტრენინგზე გელით ინტერაქტიული დისკუსია, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს.
შეხვედრის დეტალები:
თარიღი: 1 აპრილი |
დრო: 19:00
ხანგრძლივობა: 2 საათი
გელით, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია თქვენი შვილების წარმატებისთვის 
ქართული
English
