როგორ გავაუმჯობესოთ უნარები, თუ ჩვენი პროფესიის ან ცხოვრებისეული სიტუაციის გამო ადამიანები ხშირად მოგვმართავენ დახმარებისთვის? როგორ წარვმართოთ დიალოგი ისე, რომ მოსაუბრემ რეალური შედეგი მიიღოს და თქვენთან ურთიერთობა მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს?
გთავაზობთ მასტერკლასს თემაზე „პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება“.
ხანდახან, სხვადახვა კრიზისულ სიტუაციაში, ადამიანებს სპეციალიტის ჩართვამდე უწევთ „მსხვერპლთან“ მუშაობა, თანადგომის გამოხატვა, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
კურსის მიზანია, მსმენელმა მიიღოს თეორიული ცოდნა, შეიძინოს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომელიც კრიზისული სიტუაციის პირველ ეტაპზე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დახმარებისთვის გამოადგება.
კურსი ცოცხალი ურთიერთობაა, რომლის ფარგლებშიც ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი შეხვედრისას შეგიძლიათ მოკლე დროში მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმატებით გამოიყენოთ მომავალში.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის მსმენელისთვის.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 შეხვედრა, 4 საათი
ღირებულება: 80 ლარი
სწავლების ფორმატი: ონლაინ ZOOM პლატფორმის გამოყენებით
სწავლების ენა: ქართული
გადახდის სისტემა: სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშწორებით ინვოისის საფუძველზე
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ალტერბრიჯის ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი
ირინა ტაბუციძე – ფსიქოლოგი, ქოუჩი, ტრენერი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ „პიკი“-ს ხელმძღვანელი. საერთაშორისო უნივერსიტეტის Erickson Coaching International – ის სერთიფიცირებული ქოუჩი და „ლონდონის ენელპე სკოლის“ ენელპე-მასტერი.