ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ონლაინ ექსპრეს კურსს:
“ინტეგრირებული ქოუჩინგი”
ქოუჩინგი საშუალებას აძლევს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს მიიღონ წარმატების მიღწევისა და პიროვნული განვითარების მრავალფეროვანი სქემები, აიმაღლონ თვითშეფასება, აღმოაჩინონ რესურსები და ახლებურად შეაფასონ მოვლენები.
მოცემული კურსი შემუშავებულია თანამედროვე და აპრობირებული ტექნიკების გამოყენებით.
პროგრამა განკუთვნილია :
- ტრენერებისთვის
- HR და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტებისთვის,
- მენეჯერებისთვის,
- პროფესიონალებისთვის ვისაც სურს ქოუჩინგის ტექნიკებით უფრო ეფექტური გახადოს საკუთარი საქმიანობა.
პროგრამა ასევე განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ქოუჩინგის შესწავლით.
პროგრამის შედეგად მონაწილეები:
- გაიაზრებენ ქოუჩინგის მეთოდს და მის საბაზისო მიდგომებს
- საკუთარ თავზე გამოცდიან ქოუჩინგის პროცესს
- იმუშავებენ ქოუჩინგის და თვით ქოუჩინგის უნარ-ჩვევებზე
- იმუშავებენ პერსონალური წარმატების მოდელზე
ტრენინგის ხანგრძლივობა:3 დღე (25, 26, 27 ივნისი , დღეში 4 საათი.)
ღირებულება: 200 ლარი
დაწყების დრო: 18:00 საათი
სწავლების ენა: ქართული
გადახდის სისტემა: სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით ინვოისის საფუძველზე
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ალტერბრიჯის ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი
გვანცა ბარაბაძე – სერთიფიცირებული ქოუჩი, NLP პრაქტიკოსი,პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების დოქტორანტი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრი ქოუჩინგის, ლიდერობის, კარიერული განვითარების პროგრამების ავტორი და ტრენერი; მოწვეული ლექტორი რამოდენიმე უნივერსიტეტში.