თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო – ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი არ არის.
საჭიროა სწორი სტრატეგია, ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების სისტემა, რომელიც რეალურ შედეგს ქმნის.
🎯 10 პრაქტიკული შეხვედრის განმავლობაში ისწავლი:
• როგორ შექმნა ეფექტური B2B გაყიდვების სტრატეგია;
• როგორ იპოვო პოტენციური კლიენტები და გადააქციო ლიდები რეალურ გაყიდვებად;
• როგორ აღმოაჩინო კლიენტის რეალური საჭიროებები;
• როგორ დაანახო კლიენტს შენი პროდუქტის ღირებულება და არა მხოლოდ ფასი;
• როგორ მართო მოლაპარაკებები და უპასუხო წინააღმდეგობებს;
• როგორ გამოიყენო LinkedIn, Social Selling და პიროვნული ბრენდი გაყიდვებისთვის;
• როგორ მართო Sales Funnel, CRM და Pipeline;
• როგორ შექმნა დამაჯერებელი კომერციული შეთავაზება;
• და რაც მთავარია – როგორ მიიყვანო გაყიდვა წარმატებულ დახურვამდე.
💡 ეს არ არის მხოლოდ თეორიული ტრენინგი! გელოდება პრაქტიკული დავალებები, რეალური ბიზნესქეისები და ეფექტური ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებას მენტორშიპის დასრულებისთანავე შეძლებ. თუ გინდა, გაყიდვები აღარ იყოს შემთხვევითობაზე დამოკიდებული და გახდეს სისტემური, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებული -შემოგვიერთდი!
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
ხანგრძლივობა: კვირაში ერთხელ, 2 საათი
დრო: 19:00
ღირებულება: 790
დაჯი ლიპარტელიანი – გაყიდვების სტრატეგი, მენტორი და ანტრეპრენერია, გაყიდვების მიმართულებით 15+ წლიანი გამოცდილებით. კორპორაციული გაყიდვებიდან საკუთარი ბიზნესების შექმნამდე. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მსხვილ საფინანსო კომპანიებში მუშაობას, გაყიდვების გუნდების განვითარებას, ბიზნესების კონსულტირებასა და გაყიდვების სტრატეგიების შექმნას.
დაჯი არის ციფრული სტარტაპის Ehotelspace და Gaamtsvane.ge-ის დამფუძნებელი. დღეს ის მუშაობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან, ეხმარება ბიზნესებს გაყიდვების სისტემების შექმნაში, პროცესების გაუმჯობესებასა და შემოსავლების ზრდაში. მისი საქმიანობა აერთიანებს სტრატეგიულ კონსულტირებას, პრაქტიკულ ტრენინგებსა და მენტორინგს.
ქართული
English