ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ, ონლაინ ექსპრეს კურსს:
„ადამიანური რესურსების მართვა“
ტრენინგის მიმდინარეობისას თქვენ გაეცნობით ადამიანური რესურსების, როგორც დისციპლინის ჩამოყალიბების წინა ისტორიას, კონცეპციის არსს, ძირითად ფუნქციებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს;
ტრენინგის ფორმატი მოიაზრებს თეორიულ ნაწილის პრეზენტაციას, ინტერაქტიულ დისკუსიას, ,,ტვინის შტურმს“, ჯგუფურ სამუშაოს და შედეგების პრეზენტაციას მონაწილეთა მიერ.
დღე I
- ადამიანური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვის სტრატეგია, სტრატეგიის შემუშავების ეტაპები. SWOT ანალიზი. პოზიციის აღწერის დოკუმენტის შემუშავების ეტაპები.
- პოზიციის აღწერილობაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. როლური სავარჯიშოები;
- კადრების მოზიდვა, რეკრუტირება, განაცხადების განთავსება, ღია კარის დღის ორგანიზება, რეკრუტინგ-კომპანიები ბაზარზე
- სამუშაოს აღწერილობის დოკუმენტი;
- სამუშაოს აღწერილობის ნიმუშის მომზადება. ,,კონკურსის’’ ორგანიზება- როლური სავარჯიშო;
- საბუთების მიღება და გადარჩევა, მოკლე სიის შედგენა. სააპლიკაციო ფორმები, მათი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები.
- რეზიუმეების გადარჩევა- პრაქტიკული სავარჯიშო;
დღე II
- ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი კომპონენტები, ტრენინგ-სისტემის ჩამოყალიბება, ხელფასის და დაჯილდოების სქემები, თანამშრომელთა სამუშაოს მართვა, რეკრუტირება და შერჩევა. ტრენინგ-საჭიროებების დადგენა;
- ტრენინგ-საჭიროებათა კვლევისათვის კითხვარების შედგენა;
- ულრიხის მეთოდი- სტრატეგიული პარტნიორი, ადმინისტრაციული ექსპერტი, თანამშრომელთა ჩემპიონი და ცვლილებათა აგენტი;
- ინტერვიუს წარმართვის ტექნიკა და გასათვალისწინებელი საკითხები
- როლური თამაში- ინტერვიუ; ძირითადი კომპეტენციები. კორპორატიული ეთიკის ელემენტები; კორპორატიული კულტურა და კლიმატი. ეთიკის კოდექსი- ძალადობა/ ბულინგი/შევიწროება; მოტივაცია და თვითშეფასება.
დღე III
- თანამშრომელთა კმაყოფილების დადგენა და მათი შეფასების ფორმები;
- შრომის კოდექსის სიახლეები- დისკუსია და განხილვა; კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
- კონსალტინგი, ქოუჩინგი, მენტორობა/,,იპოვეთ გურუ თქვენს რიგებში’’;
- ადამიანური რესურების მართვის დისციპლინის ფუძემდებლები და კონტრიბუტორები. მერი პარკერ ფოლეტ, ფ. ტეილორი, ე. მაიო, ჰ. ფეიოლი, პ. დრაკერი, დ. ულრიჰი, მ.არმსტრონგი.
- თანამედროვე ადამიანური რესურსების პრაქტიკები, HR ფუნქციების ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია;
- კადრების დანიშვნა და სოციალიზაცია;
- ორიენტაციის პროცედურები კადრების დანიშვნისთვის, წინასახელშეკრულებო აქტივობები, სოციალიზაცია, თანამშრომელთა მომსახურების პროგრამები, დამწყები პერსონალის პრობლემები;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზაციაში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 28, 29, 30 ივნისი (დღეში სამი საათი)
ღირებულება: 160 ლარი
დაწყების დრო: 18:00 საათი
სწავლების ენა: ქართული
გადახდის სისტემა: სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით ინვოისის საფუძველზე
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ალტერბრიჯის ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი
ტრენინგს უძღვება : ნანა ქუჩულორია – საერთაშორისო პროექტების (USAID, UNDP), ასევე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი.