ალტერბრიჯის ტრენინგ ცენტრი
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ტრენინგ ცენტრი 2012 წლიდან ფუნქციონირებდა PR აკადემიის სახელით, სადაც მსმენელებს ჰქონდათ საშუალება, ყველაზე ინოვაციურ და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე მორგებულ სასწავლო კურსებში მიეღოთ მონაწილეობა. აკადემიის მიერ შემუშავებული მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები ორიენტირებული იყო მსმენელის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე.
პიარ აკადემიაში კვალიფიციური ტრენერების დახმარებით სხვადასხვა წარმატებული პროექტი დაინერგა. სწორედ მათი საშუალებით, დღეს ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ ლიდერობს განათლების ბაზარზე, ამავდროულად ფუნქციონირებს ალტერბიჯის ტრენინგ ცენტრი, რომელიც იმავე შემადგენლობით უძღვება სხვადასხვა მოკლე და გრძელვადიან სასწავლო კურსებს. ტრენინგ ცენტრში ყველა კურსი აგებულია ფსიქოლოგიურ თამაშებსა და ინტერაქტიულ ჩართულობაზე, პრაქტიკული ნაწილი კი ეხმარება მსმენელლებს, სრულყოფილად დაეუფლონ კონკრეტულ სასწავლო კურსს.
ალტერბრიჯი დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სახის სატრენინგო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს კორპორაციულ ტრენინგებს, ინდივიდუალურ კურსებს, ქოუჩინგს, კონსალტინგსა და მენტორინგს.
გარდა ამისა, ტრენინგ ცენტრში არის მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამებიც ფსიქოლოგიის, პიარის, ქოუჩინგის, ადამიანური რესურსებისა და სხვა მიმართულებით.
ტრენინგ ცენტრში არსებული კურსები მაქსიმალურად ერგება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, პანდემიის პირობებშიც, ჩვენი გუნდი წარმატებით ახორციელებდა ტრენინგებს ჰიბრიდულ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც მსმენელი თავად ირჩევდა ტრენინგზე დასწრების პირობებს.
იხილეთ ალტერბრიჯის ტრენინ ცენტრის მიერ განხორციელებული კურსების სრული ჩამონათვალი:
გრძელვადიანი პროგრამების ჩამონათვალი:
- ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა
- ადამიანური რესურსების მართვა
- PR, მარკეტინგი, ციფრული მედია, ღონისძიებების მენეჯმენტი
- კომუნიკაციის ტექნიკა და ბალანსი ურთიერთობებში
- სტრატეგიული ღონისძიების მართვა
- აუდიო-ვიზუალური კომუნიკაცია
მოკლევადიანი პროგრამების ჩამონათვალი:
- ინტერპერსონალური უნარები (Soft Skills)
- სტრესის მართვა და ცვლილებების მენეჯმენტი
- ტრენერების ტრენინგი ( TOT)
- ლიდერობა და გუნდის მართვა
- ეფექტიანი კომუნიკაცია
- მედია სპიკერის უნარები
- საჯარო გამოსვლის ხელოვნება (დარწმუნება, სხეულის ენა, Storytelling)
- კონფლიქტის მართვა და მოლაპარაკებები
- ანტიკრიზისული კომუნიკაცია
- მომსახურების სტანდარტები (სერვის + მომხმარებლის ტიპები)
- გაყიდვების კომუნიკაცია
- პროექტის მართვა
- ემოციური ინტელექტი
- ინტერპერსონალური ურთიერთობების ფსიქოლოგია და სოციალური ქცევა
- თვითშეფასება და პიროვნული განვითარება
- ორგანიზაციული ქცევა და ინდივიდუალური მოტივაციის სისტემები
- ორგანიზაციული კულტურის განვითარება
- პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება
- მომხმარებლის ფსიქოტიპები და გაყიდვების ეფექტიანი კომუნიკაცია
- ქოუჩინგი პიროვნული წარმატებისათვის
- მოკლევადიანი ტრენინგ კურსები
- საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)