ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბები
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტუდენტებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, 2021 სასწავლო წელს, დაარსდა კლუბური სისტემა. სტუდენტური კლუბების ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ინტერესის და მიმართულების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი კლუბების შექმნა და სხვადასხვა აქტივობების, ღონისძიებების ხელშეწყობა.
აღნიშნული კლუბური სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების სოციალურ, ინტელექტუალურ, კულტურულ და პროფესიულ განვითარებაში. კონკრეტული კლუბები ხელს შეუწყობს სტუდენტთა პიროვნულ ზრდას, ლიდერული თვისებების გამომუშავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. კლუბური სისტემის მეშვეობით, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ საერთო იდეების გარშემო, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს, მათ მოსაზრებებსა და ინოვაციურ იდეებს. უნივერსიტეტი ალტერბირჯი ხელს უწყობს სტუდენტებს, მათი იდეების განხორციელებაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ სტუდენტური კლუბების გვერდს: ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბები