ვაკანსია: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
ვაკანსია: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
ვაკანსიის შესახებ:
ალტერბრიჯის უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან სტაჟიორს, რომელსაც სურს გაიღრმავოს ცოდნა პრაქტიკულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავებაში დახმარება;
- დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროცესების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების განხილვაში მხარდაჭერა.
- უცხოელ(საერთაშორისო) სტუდენტებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სამუშაოს მიმართ მოტივაცია;
რას გთავაზობთ:
- პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უნარების განვითარება;
- პროფესიონალებისგან სწავლის შესაძლებლობა;
- მეგობრული სამუშაო გარემო; კარიერული განვითარების პერსპექტივა.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე (შესაძლებელია დასაქმების პერსპექტივა სტაჟირების დასრულების შემდეგ).
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@alterbridge.edu.ge და სათაურში მიუთითეთ „სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 აგვისტო
ქართული
English
