შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან
წარმატებით დასრულდა შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“, მართვისა და კომუნიკაციის ფაკულტეტის ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ვაკანსიებზე – პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი (მიმართულება: მასკომუნიკაცია/ჟურნალისტიკა).
3 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართა აკადემიური პერსონალის პირველი შეხვედრა ინგლისურენოვანი ბიზნესის პროგრამის მიმართულებით შერჩეული კანდიდატების მონაწილეობით. აქტივობა ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა. აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს შეხვდნენ ალტებრიჯის ვიცე რექტორი მარიამ დარბაიძე, პროგრამის ხელმძღვანელი თეონა მაისურაძე და ადმინიტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრის ფორმატში, დამსწრეებმა განიხილეს პროგრამის სტრუქტურა, სასწავლო კურსების ჩამონათვალი, დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე დაიგეგმა ტრენინგები აკადემიური პერსონალისთვის. ინოვაციური განათლების ცენტრის ორგანიზებით ბიზნესის ადმინისტირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:
- როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის;
- სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს;
- პლაგიატი – სხვისი შემოქმედების გააზრებული მითვისება;
- კვლევის სწორად დაგეგმვა და განხორციელება.
ტრენინგებს აკადემიური პერსონალისთვის უზრუნველყოფს უნივერსიტეტი ალტერბრიჯი.
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეხვედრები არსებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.