სემინარი კვლევის, კვლევითი პროექტების დაგეგმვის, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების კომერციალიზაციის შესახებ
ორშაბათს, 21 ივნისს უნივერსიტეტ ალტებრიჯის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა სემინარი კვლევის, კვლევითი პროექტების დაგეგმვის, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების კომერციალიზაციის შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული სპიკერი, ზვიად გაბისონია.
სემინარი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე პირები გაეცნენ კვლევით სფეროში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით და შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
სემინარის დამსწრე პირებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები