საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ვიზიტი უნივერსიტეტ ალტერბრიჯში
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი იწყებს პროექტს: ,,სასკოლო განათლების დონის გაუმჯობესება და განვითარება საქართველოში”, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ტრენინგების, მასტერკლასებისა და ფორუმის ჩატარებას სკოლის დირექტორებისთვის, პედაგოგებისთვის და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის მხრიდან უკვე დაწყებულია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
სწორედ ამ საკითხზე, უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციასა და ალტერბრიჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ: ალტერბრიჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ბორდის წევრები (დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადას დირექტორი – ავთანდილ აბდუშელიშვილი და თბილისის ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორი – არჩილ სუმბაძე).
შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა სკოლებში განათლების დონის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივები, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები და ერთობლივი სამომავლო გეგმები.
შეხვედრა ჩატარდა კოვიდ რეგულაციების დაცვით.