სამუშაო შეხვედრა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში
1 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართა შეხვედრა ალტერბრიჯის „საჯარო მმართველობის“ ახალი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელი, აკადემიური & მოწვეული პერსონალი, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მარიამ დარბაიძე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა პროგრამის შექმნის ინიციატორი, ალტერბრიჯის პროფესორი – ეკატერინე ქარდავა.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პროგრამის კურიკულუმის განვითარება და სააკრედიტაციო პაკეტის მომზადება. უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მუდმივად მუშაობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, შესაბამისად, 2023 სასწავლო წელს ალტერბრიჯი კიდევ უფრო მრავალფეროვან პროფესიულ არჩევანს შესთავაზებს მომავალ სტუდენტებს!