სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღების პროცედურა

 

საბუთების მიღება  ხორციელდება 20 აგვისტო – 21 სექტემბრის 11:00-დან 19:00 საათამდე.

სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს რექტორის სახელზე დაწერილ განაცხადთან ერთად შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge )
  • სამოტივაციო წერილი
  • 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი ცნობა (ge).

 

საბუთების წარმოდგენის შემდეგ წარმატებით უნდა გაიაროთ სკოლის მიმღები კომისიის მიერ დანიშნული ტესტი ინგლისურ ენაში და გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, სადაც   შეფასდება აპლიკანტის ცოდნა  საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი  საკითხების გარშემო და მისი სწავლის მოტივაცია აღნიშნულ პროგრამაზე.

ინგლისურ ენაში ტესტური გამოცდა ჩატარდება 23 სექტემბერს. იხილეთ ნიმუში ბმულზე

https://bit.ly/2O4S5RH (დანართი # 1) 

 

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ჩატარდება 25 სექტემბერს

 

რექტორის სახელზე შესავსები განაცხადი (იხილეთ ფორმა)

ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება წარმოებს ელექტრონულად, შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: info@alterbridge.edu.ge; n.gotsadze@alterbridge.edu.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 50 71 50