ალტერბრიჯის პირველი კურსდამთავრებულები – სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
დღეს, 4 ივლისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამას უკვე პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. პირველი ნაკადის სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს თემები სტრატეგიული კომუნიკაციის აქტუალურ საკითხებზე და მიენიჭათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის კვალიფიკაცია !
აღნიშნული პროცესი წარიმართა დაწესებულებაში დადგენილი შიდა ნორმატიული აქტების მიხედვით, რომელიც თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
ალტერბრიჯელებო, გილოცავთ უნივერსიტეტის მაღალი შეფასებით დამთავრებას. თქვენ, ფაქტობრივად, ალტერბრიჯთან ერთად გადადგით თამამი ნაბიჯი პიროვნული ზრდისა და პროფესიული დაოსტატებისთვის. გისურვებთ შემდგომ წინსვლას!
გილოცავთ ცხოვრების კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე გადასვლას და მადლობა, რომ #გაბედეთ #ალტერბრიჯელობა !
#კურსდამთავრებული #მაგისტრი #სტრატეგიულიკომუნიკაცია #გაბედეალტერბრიჯელობა #ალტერბრიჯი #განათლება